Sunday, November 17, 2019

მოვიაროთ საქართველო


                             სასწავლო პროექტის გეგმა


სახელი გვარი
ლია გოგბერაშვილი
რაიონი
იმერეთი
სკოლა
მე-9 საჯარო
ქალაქი
ქუთაისი
თემის დასახელება
,,მოვიაროთ საქართველო’’- გზა სამეგრელოსკენ (ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი, დადიანების სასახლე)
თემის შინაარსი
მოსწავლეები გაეცნობიან მშობლიური კუთხის ღირშესანიშნავ ადგილებს,დიდი საზოგადო მოღვაწის  ნიკოლაძეების დამსახურებას ერის წინაშე  და სამეგრელოში დადიანების ისტორიას.

საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
დონე
საბაზო
განხორციელების დრო
2 კვირა
თემის აქტუალობა
ჩამოუყალიბდებათ,გაუძლიერდებათ ინტერესი
    სამეგრელოს შესწავლისა და მონახულების შემდეგ, გაუჩნდებათ სურვილი     სხვა         კუთხეების შესწავლა-მონახულებისა.
    მიიღებენ უზარმაზარ ესთეტიკურ სიამოვნებას, დადებით ემოციებს.

თემის სტანდარტები და ინდიკატორები
მოსწავლეები მხატვრული ლიტერატურისა და სოციალური ქსელის გამოყენებით მოიძიებენ ქართველი საზოგადო მოღვაწეების  თემაზე შექმნილ ლიტერატურას
·         შეძლებენ მოძიებული ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენებას მოცემულ საკითხთან და პრობლემასთან დაკავშირებით.
·         შეძლებენ საკუთარი გამოცდილების დაკავშირებას წაკითხულ ლიტერატურასთან.
·         შეძლებენ კრიტიკულ და კომპეტენტურ შეფასებას.


ქართ. X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება.
                         
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამყარებს კონტაქტს მსმენელებთან (იყენებს რიტორიკულ შეკითხვებს, მიმართვას, ერთობლივი მოქმედების ამსახველ განმაზოგადებელ ფორმებს. მაგ., „ჩვენი მიზანია...“, „მივაქციოთ ყურადღება...“, „როგორც ვიცით...“ და სხვ.);
·         უიოლებს აუდიტორიას ინფორმაციის აღქმას (სპეციალურად გამოყოფს ინფორმაციის ნაწილებს; იმეორებს; მოჰყავს მაგალითები; მკვეთრად აღნიშნავს ერთი თემიდან მეორეზე გადასვლას. მაგ., „უპირველეს ყოვლისა...“, „შემდეგ...“, „დაბოლოს...“, „მოვიყვან მხოლოდ ერთ მაგალითს...“, „მივაქციოთ ყურადღება...“, „ვიმეორებ...“, „ახლა განვიხილოთ...“, „გადავიდეთ მომდევნო საკითხზე“ და სხვ.);
·         გამოყოფს მთავარს, არსებითს (იყენებს მიზეზ-შედეგობრივ კონსტრუქციებს; მსმენელისადმი პირდაპირ მიმართვას, მაგ., „შესაბამისად...“, „შევაჯამოთ“, „შეიძლება დავასკვნათ...“, „მიაქციეთ ყურადღება“ და სხვ.);
·         გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ინფორმაციის შინაარსისადმი (თხრობისას იყენებს პირველ პირს, დამოკიდებულების გამომხატველ ჩანართებს. მაგ., „მინდა გიამბოთ...“, „ჩემი აზრით...“, „მთლიანად ვიზიარებ აზრს...“, „აქედან გამომდინარე, მიმაჩნია...“ და სხვ.).

გეოგ.IX.2. მოსწავლეს შეუძლია განიხილოს  საქართველოს            მდებარეობა და დაადგინოს ქვეყნისათვის   მისი მნიშვნელობა 
ბუნება: დაათვალიერებენ ამ კუთხის თვალისმომჭრელ სილამაზეს,ამწვანებულ ხეივნესა და ბაღებს  
 მოსწავლის ამოცანები/სწავლის შედეგები

შედეგები/მოსწავლეები გააკეთებენ ჩანაწერებს თითოეული ისტორიულკულტურული ღირშესანიშნაობის,ბუნებრივი ძეგლების შესახებ.გადაუღებენ ფოტო სურათებს,გააკეთებენ ვიდეო კოლაჟს,ფოტო ალბომს და სტენდს,სადაც დაინტერესებულ პირთათვის იქნება მნიშვნოლოვანი ინფორმაცია და სურათები ნაჩვენები.მოაწყობენ თემის პრეზენტაციას ისტ.გამოყენებით ფართო აუდიტორიის: მასწავლებლების,მშობლების,მოსწავლეების და ..წინაშე
     მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება   სამეგრელოს ისტორიისა და გეოგრაფიის შესახებ.
    სამეგრელოს კულტურული თუ ბუნებრივი ძეგლების მონახულება.
    მიიღებენ უდიდეს ესთეტიკურ სიამოვნებას და დადებით ემოციებს, შთაბეჭდილებას ,რომელიც დიდხანს გაჰყვებათ.
     აუმაღლდებათ და გაუძლიერდებათ პატრიოტული გრძნობა.
     ერთად თანაცხოვრების და სიძნელეების დაძლევის შემდეგ ჩამოუყალიბდებათ უფრო ღრმა და პატივსაცემი ურთიერთობა ერთმანეთის/მასწავლებლების მიმართ.
     შეიქმნება სამუშაო მასალა, რომელიც განთავსდება ბლოგზე.
    შექმნიან ვიდეო კოლაჟს „ ჩემი თვალით დანახული სამეგრელო
·          
მიმართულებების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვები:           რას ნიშნავს იყო მოქალაქე
თემატური კითხვები:        როგორია თქვენი მისაბაძი ადამიანი?
შინაარსობრივი:             როგორ ფიქრობთ ,საჭიროა თუ არა ჩვენი ლამაზი კუთხეების და ღირსეულ ადამიანთა ღვაწლის გაცნობა?


შეფასების გეგმა
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ და ასრულებენ დავალებას
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ
გონებრივი იერიში სლაიდ შოუს ჩვენება ფილმიდან ა),,ნიკო ნიკოლაძე’’
      ბ)          დადიანების
 სასახლე

·         წარმოადგენენ საპრეზენტაციო თემებს,იღებენ მონაწილეობას კონფერენციაში.
·          
·         შეფასების ისტრუმენტები მოსწავლეების მიერ საკითხის გაგებისა  და უნარ- ჩვევების შემოწმებისათვის.
შემდგომი ეტაპებისათვის მეტაკოგნიტური აზროვნების წახალისება მოსწავლეთა რასაჭიროებების განსაზღვრა შემდეგი ეტაპისათვის.
შეფასების ისტრუმეტის მოკლე მონახაზი:
პროექტის მსვლელობისას ვიყენებ შეფასების შემდეგ ფორმებს: ჯგუფურ მუშაობას,ინფორმაციების მოძიება,თანამშრომლობა,თანატოლთა უკუკავშირის ფორმა,მასწავლებელთა პროექტის შეფასების რეფლექსია.
·          
სასწავლო პროექტისათვის  საჭირო მასალები:

·         პროექტორი
·         კომპიუტერი
·         ვიდეო საკონფერეციო  აღჭურვილობა
·         მეხსირების ბარათები
·         ბეჭვდითი მასალები: სახელმძღვანელო,ბიბლიოგრაფიული მასალები,საგაზეტო სტატიები,საარქივო მასალები,ლიტერატურა.

·          
პროექტის მსვლელობა

მოსწავლეთა აზროვნების შესაფასებლად  პროექტის განმავლობაში ხდებოდა მათვის შეკითხვების დასმა.
·         მოეწყო მონიტორინგი და გაირკვა რამდენად კარგად ესმოდათ მოსწავლეებს,  ცალკეულ ჯგუფებს მიცემული დავალება.პროექტის განმავლობაში თემის შინაარსის გააზრებისა და  დავალების შესრულების შეფასებისათვის ვიყენებ კითხვებს,რომლებიც დაეხმარებათ მოძიებული მასალის გადახედვაში.
·         მონიტორინგი ჩატარდა 1 .10- 12.10-ში.
·         მონიტორინგის კრიტერიუმები:
·         შეუძლიათ თუ არა მოსწავლეებს ჯგუფური მუშაობა

·         შეძლებენ თუ არა მოსწავლეები მოცემულ დროში ინფორმაციის მოძიება-დამუშავებას.


   პროექტის პირველი კვირა

·         პირველ კვირაში შემოწმდა რამდენად ზუსტად გაიგეს და მოიძიეს ბეჭდური და ელექტრონული ინფორმაცია  თემასთან დაკავშირებით.მიეცათ სათანადო ინსტრუქციები

·         მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად,სულ  3 ჯგუფი

·         პირველი ჯგუფის მოსწავლეები.

ასახავენ ფოტოებზე,შეადგენენ რუკებს მისი გეოგრაფიული მდბარეობის მიხედვით,გეგმებს მარშრუტისა და ობიექტების მდებარეობის განსაზღვრისათვის.ააგებენ ცხრილებს,.დახასიათება.   რეკომენდაცია მიეცემა გეოგრაფიის მასწავლებლის მიერ.

·         2. ჯგუფი-ნიკოლაძეების პიროვნება,ღირსეული პიროვნებები,რეკომენდაცია ქართულის მასწავლებლის მიერ.
·         3.  ჯგუფი სამეგრელო და დადიანები ,დადიანების ბოტანიკური ბაღი,რეკომენდაცია მიეცემა ბუნების მასწავლებლის მიერ              
·         პროექტის მეორე კვირა
მოძიებული მასალა გაუზიარეს ერთამანეთს,შეაჯერეს მოძიებული ინფორმაცია. მოიძიეს ფოტო-სურათები,შექმნეს სლაიდები,ჩანახატები. გაითვალისწინეს და აღმოფხვრეს რისკ-ფაქტორები,რომლებიც შეიძლება წარმოიშვას მასალის მოძიების დროს.
 პროექრის მესამე კვირა

·         ჯგუფებმა შექმნეს ინფორმაციები და მოაწყვეს პრეზენტაცია
·         რესურსები-ფოტო-მასალა,წიგნები,ელექტრონული მასალა,პროექტორი,მოსწავლე,მასწავლებელი
·         პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ პროექტი  შეაფასეს მოსწავლეებმა და მასწავლებელმა
·          
·          
               შეფასება:

შეფასდა ჯგუფური მუშაობა,კვლევა-ძიება.თანამშრომლობა,შემოქმედებითობა,ისტ-ის გამოყენება და პრეზენტაცია.
·         შეფასდა  ჯგუფური მუშაობა,კვლევა-ძიება.თანამშრომლობა,შემოქმედებითობა,ისტ-ის გამოყენება  დისკუსია და პრეზენტაცია.პრობლემის გადაჭრის გზის ძიება.შეფასების ისტრუმენტები მოსწავლეების მიერ საკითხის გაგებისა  და უნარ- ჩვევების შემოწმებისათვის.
შემდგომი ეტაპებისათვის მეტაკოგნიტური აზროვნების წახალისება მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა შემდეგი ეტაპისათვის.

·          





პროექტის ხელ-ლი:  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია გოგბერაშვილი 
ელ-ფოსტა: liagogberashvili12@gmail.com

                              



,სოციალური ადაპტაცია


სოციალური პროექტი : სოციალური ადაპტაცია
პროექტის ხელმძღვანელი: -პედაგოგი: ლია გოგბერაშვილი
პროექტის მონაწილეები: მე-7 კლასი
პროექტის ხანგრძლივობა -1 თვე(კვირაში 1 დღე )
ბიუჯეტი .ხარჯები: თაბახის ფურცლები, ფოტოები (მოსწავლეების მიერ გადაღებული ან ინტერნეტით მოძიებული), მარკერები, დაფა, ცარცი.პროექტორი
პროექტის აქტუალობა:
არსებული მდგომარეობა:
განხორციელებული ამოცანები:პროექტის მოკლე აღწერა:
გაკვეთილი I    
რუნვა ემპათიის განვითარებაზეემპათიის ქვეშ მოიაზრება სხვისი ემოციების გაგების, წვდომისა და თანაგანცდის  უნარი. ემპათიის მნიშვნელობის განმარტება ბავშვებისთვის ერთი შეხედვით შეიძლება საკმაოდ აბსტრაქტულ და რთულ ამოცანად მოგვეჩვენოს. მაგრამ, იმისთვის, რომ ბავშვმა სხვისი ემოციის აღქმა და შესაბამისად რეაგირება შეძლოს, მნიშვნელოვანია, ესმოდეს გრძნობათა ფართო სპექტრი, რომელსაც იგი ყოველდღიურად განიცდის და ისიც, რომ სხვა ადამიანებს შეიძლება მსგავს სიტუაციაში განსხვავებული ემოციები დაეუფლოთ. ვინაიდან მიიჩნევა, რომ რაც უკეთ შეგვიძლია საკუთარი და სხვისი ემოციების ამოცნობა, მით მეტად შეგვიძლია თავის მართვა და სხვათა დახმარებაც. ეს კი აუცილებელი უნარებია მეგობრებთან თუ თანაკლასელებთან კარგი ურთიერთობების დამყარებისა და შენარჩუნებისთვის.
ამ ამოცანის მიღწევა პირველ რიგში საკუთარი ემოციების ამოცნობის უნარის განვითარების ხელშეწყობით არის შესაძლებელი. მართალია, თანაგრძნობის უნარი ასაკთან ერთად გვიმუშავდება, მაგრამ არსებობს სხვადასხვა სტრატეგია, რომელთა დახმარებითაც შეგვიძლია ბავშვებს ეს გრძნობა განვუვითაროთ.
განვახორციელეთ აქტივობა ,,ამოიცანი ემოცია’’ აქტივობის განხორციელებისთვის საჭიროა ბარათები სიტუაციებით,
§  ბავშვი დავარდა და მუხლი დაიზიანა;
§  თანატოლი ჩაგრავს
  • სკოლაშია და მოშივდა;
  • ყური სტკივა და სიცხე აქვს;
  • მასწავლებელმა მისცა შენიშვნა;
  • ქურთუკს იცვამს და ელვა გაეჭედა მისი შეკვრის დროს;

მოსწავლეები სხდებიან წრეზე. მასწავლებელი უკითხავს სიტუაციას ან სთავაზობს ბარათს შესაბამისი ილუსტრაციით. მოსწავლეებს დარიგებული აქვთ ბარათები სხვადასხვა ემოციათა სახელწოდებებით (ან ემოტიკონებით). მაგ, მოწყენილი, მხიარული, შეშინებული, შეშფოთებული, გაკვირვებული, გაბრაზებული, ამაყი, ბედნიერი. მოსწავლეები პასუხობენ შეკითხვებზე: რას გრძნობს ბავშვი?/რას იგრძნობდით თქვენ ამ დროს? ბავშვებს შეუძლიათ ამოირჩიონ ნებისმიერი ბარათი, აჩვენონ ჯგუფს და დაასახელონ. ასეთ დროს ბავშვები აკვირდებიან, რომ ადამიანებს ერთსა და იმავე სიტუაციაში შეიძლება განსხვავებული ემოციები გაუჩნდეთ.
მას შემდეგ, რაც მოსწავლეებს მივაწვდით ინფორმაციას ემოციების შესახებ, შეგვიძლია წამოვიწყოთ დისკუსიაჩვენი გარშემომყოფების როგორმა ქცევამ/კეთილმა საქმემ შეიძლება დაგვაყენოს კარგ ხასიათზე და ზოგადად, კლასში, თუ ჩვენ ქალაქში შექმნას კარგი კლიმატი.
იდეების გენერირების შემდგომ შესაძლოა, კლასში გავაკრათ კეთილი საქმეების ჩამონათვალი, საიდანაც მოსწავლეები თავად აირჩევენ მათთვის სასურველ კეთილ საქმეს.
შესაძლოა ეს იყოს:
§  ღიმილიანი მისალმება ნაცნობებისადმი;
§  კარის დაჭერა ვინმესთვის, ვინც ოთახში შემოდის;
§  მოწყენილი მეგობრისთვის სასაცილო ამბის მოყოლა;
§  კარგი სურვილებით ბარათების დატოვება თანაკლასელის მერხზე ან ბიბლიოთეკის წიგნში;
  • დაფის გაწმენდა, კლასის მოწესრიგება მანამ, სანამ ვინმე ამის გაკეთებას დაგვავალებს;
  • ყვავილების მორწყვა;
  • სკოლის ეზოს გალამაზება ფერადი ცარცებით.


გაკვეთილი 2
იდეები,რომლებიც იმგვარ საქმიანობებს, რომელთა განხორციელებასაც შედარებით მეტი დრო და გარკვეული რესურსი სჭირდება. კერძოდ:

§  ზამთარში ფრინველებისთვის საკვებურების მოწყობა;
§  ხეების დარგვის პროცესში მონაწილეობა;
§  სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის წიგნების წაკითხვა ან საყვარელი თამაშობების სწავლება;
  • სანიშნეების დამზადება სკოლის ბიბლიოთეკისთვის;
  • ცხოველთა თავშესაფრისთვის სათამაშოების დამზადება (მაგ., ძაფზე გამობმული ბაფთების შექმნა კატებისათვის).
სიკეთის ჟურნალის დამზადება.მისი პუნქტებია :
§  კვირის განმავლობაში რა კეთილი საქმის/საქმეების გაკეთება შემიძლია ჩემი თანაკლასელისათვის/სკოლელისათვის?
§  მოიფიქრეთ და დახატეთ, რა კეთილი საქმის გაკეთება შეგიძლიათ კვირის განმავლობაში?
§  რა კეთილი საქმე გაგიკეთათ სხვა ადამიანმა?
§  რას გრძნობთ, როდესაც სიკეთეს გიკეთებენ?
§  დახატეთ, რა სიკეთე გააკეთა სხვა ადამიანმა თქვენთვის.
§   
  • კეთილი საქმე, რომელიც ამ კვირაში გააკეთეთ სხვა ადამიანისთვის?
  • თქვენი აზრით, რას გრძნობდა ის ადამიანი?
  • თქვენ როგორ გრძნობდით თავს?
  • მოახდინა თუ არა თქვენმა საქციელმა გავლენა კიდევ ვინმეზე?
  • რის გაკეთებას აპირებთ ხვალ?
§  მე შემიძლია ჩემი სიკეთე ჩემს მშობლებს დავანახო იმით, რომ….
§  შემიძლია სიკეთე ჩემ და-ძმას დავანახო იმით, რომ
§  მე შემიძლია სიკეთე ჩემ მეგობარს დავანახო იმით, რომ
§  შემიძლია სიკეთე ჩემი კლასის დამრიგებელს დავანახო იმით, რომ
§  რა კეთილი საქმეების მაგალითებს ვხვდები ჩემს კლასში?
§  დახატეთ, თქვენი კლასი, როდესაც იქ კეთილი საქმეები ხდება.
§  მე რომ აღმენიშნა სიკეთის დღე, მე ამ დღეს გავაკეთებდი
§  დახატეთ ადამიანები, რომლებიც სიკეთის დღეს აღნიშნავენ
§  ჩემთვის სიკეთე არის..
§  დახატეთ, რა არის სიკეთე
§  სიკეთის გაკეთება მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ
§  ყველა ადამიანი დღეში ერთ სიკეთეს რომ აკეთებდეს, როგორი იქნებოდა, თქვენი აზრით, ჩვენი ქალაქი/სოფელი/სამყარო?

გაკვეთილი 3:
ფილმის ჩვენება:

შედეგი:
მოსწავლეები შეძლებენ გაითავისონ სხვისი ტკივილი თუ სიხარული ,გაიაზრონ თუ რამდენად მნიშვნელოვანია სკეთის კეთებე და დაფიქრდებიან თუ როგორ არ უნდა გახდნენ ბულინგის მსხვერპლნი და ბულერები.
გაკვეთილი 4:

შეფასება დანართი №1 დანართი №2 დანართი №3
შეფასების დანართი №1. პროექტის შუალედური და საბოლოო შეფასება


პროექტის მონიტორინგი / შეფასება
ვის მიერ
როდის
რა კრიტერიუმებით
პირველი შუალედური მონიტორინგი
პედაგოგი
პროექტზე მუშაობის მეორე გაკვეთილი
სწორი თანმიმდევრობით იქნა თუ არა შედგენილი წერილობითი ტექსტი, გრამატიკული, ლექსიკური, ორთოგრაფიული და პუნქტუალური შეცდომები.
მეორე შუალედური მონიტორნგი
პედაგოგი
პროექტზე მუშაობის მესამე გაკვეთილი
მოძიებული ინფორმაციის სისწორე, სიცხადე
საბოლოო შეფასება
პედაგოგი მოსწავლეები
დასკვნითი პრეზენტაციის შემდეგ
რამდენად საინტერესო და კომპაქტურად იყო გადმოცემული ინფორმაციააღნიშნულ ობიექტზე  ბროშურის· გაფორმება  პრეზენტაცია·
შეფასების დანართი №2.
კრიტერიუმები
1.       ინფორმაციის სისწორე, სიცხადე
2.       გრამატიკული სტრუქტურების სწორად ხმარება
3. რამდენად კარგად წარადგინა პრეზენტატორმა სამუშაო
4. ჯგუფის წევრების თანამშრომლობა
5. ბუკლეტის გაფორმება
2 პროექტის შეფასება


შეფასების დანართი №3. (თვითშეფასების ფურცელი).
 რა იყო პროექტის მიზანი ----მოსწავლეებში ემპათიის უნარის გაღვივება ,თანამშრომლობითი უნარების განვითარება-----------------
რა სამუშაოს ვასრულებდი --ვატარებდი ლექციურ საუბრებს ,ვაწყობდით დისკუსიებს,ვუყურებდით მიზნიდან გამომდინარე დოკუმენტურ,მხატვრულ და ანიმაციურ ფილმებს--------------------
რა მომეწონა ჯგუფის მიერ დადებულ პროექტსა და სამუშაო პროცესში----დავამზადეთ ზმათრის საკვებურები ჩიტებისთვის ,მეგობრებს გავუწიეთ სათანადო დახმარება------------
 რა შეიძლებოდა უკეთ გაკეთებულიყო --შეიძლებოდა მეტი ფილმის ჩვენება ,საჭირბოროტო დაკითხებზე ,როგორიცაა ბულინგი-----------------
ჩემი წინადადებები-----მსურს მქონდეს უწყვეტი ინტენეტ კავშირი,რათა შევძლო მეტი აქტივების დაგეგმვა და განხორციელება---------
                                                       რეფლექსია
პროექტი მიმდინარეობდა ერთი თვის განმავლობაში.პროექტი დავგეგმე როგორც კლასის ხელმძღვანელმა,რათა მოსწავლეებში გამეღვივებინა თანაგრძნობის უნარი
პროექტი წარიმართა ,,გონებრივი იერიშით’’,ინფორმაციის მოძიებითა და საპრეზენტაციო თემების მომზადებით,კითხვა- პასუხის აქტივობით, დასრულების შემდეგ კი გავაკეთეთ შეჯამება,გამოყენებული აქტივობები შეესაბამებოდა მოსწავლეთა ასაკს.მუშაობის პროცესში ვხელმძღვანელობდი ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი სტანდარტით.
                 ე.ს.გ შედეგები(იხ.წინ)               
    ჩავატარეთ პირველი შეხვედრა,რომელზედაც ვისაუბრეთ პროექტის სახელწოდებაზე.განვსაზღვრეთ პროექტის იდეა,მიზნები,მოსალოდნელი შედეგები და განსახორციელებელი ვადა.
უნდა აღინიშნოს ,რომ მოსწავლეებმა გამოავლინეს დიდი ინტერესი პროექტის მიმართ.ჩემი დახმარებით შეიმუშავეს პროექტის გეგმა,რომელიც მოიცავდა შემდეგ ეტაპებს:
  • სასტარტო პრეზენტაცია
  • პროექტის განხორციელება
  • პრეზენტაცია სკოლაში
            პროექტის შეჯამება-შეფასება
პროექტზე მუშაობის პროცესში პასუხი გაეცა საკვანძო კითხვებს:
  • როგორია თქვენი მოლოდინები?
  • როგორ გამოვიყენებთ მიღებულ ცოდნას?
                 ყველაზე წარმატებული, შინაარსიანი და საინტერესო  იყო პროექტი ჯგუფების მიერ წარმოდგენილი  თემების განხილვისას  , მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე წარმოადგინეს საპრეზენტაციო
   თემები.  მოსწავლეებმა პრობლემის გადაჭრის გადაჭრის თავიანთი
  ხედვა ჩამოაყალიბეს.   გაიმართა დისკუსია                  
პროექტი  ჯგუფური მუშაობით  წარიმართა, ჩემი მითითებებით მოსწავლეებმა გაინთვალისწინეს ჯგუფური მუშაობის დროს შესაძლო პრობლემების წამოჭრის შესახებ ,ამიტომ ყველა წევრზე გადაინაწილეს დავალება,რითაც გამოირიცხა  რომელიმე მოსწავლის პასიურობა.
  ჯგუფებში გაინაწილეს დავალებები,ერთობლივმა მუშაობამ,
   ვფიქრობ,
 ხელი შეუწყო სოციალური უნარების,ასევე ურთიერთთანაგრძნობის უნარის განვითარებას.