სოციალური პროექტი : სოციალური ადაპტაცია
პროექტის ხელმძღვანელი: -პედაგოგი: ლია გოგბერაშვილი
პროექტის მონაწილეები: მე-7 კლასი
პროექტის ხანგრძლივობა -1 თვე(კვირაში 1 დღე )
ბიუჯეტი .ხარჯები: თაბახის ფურცლები,
ფოტოები
(მოსწავლეების
მიერ
გადაღებული
ან
ინტერნეტით
მოძიებული),
მარკერები,
დაფა,
ცარცი.პროექტორი
პროექტის აქტუალობა:
არსებული მდგომარეობა:
განხორციელებული ამოცანები:პროექტის
მოკლე
აღწერა:
გაკვეთილი I
ზრუნვა ემპათიის განვითარებაზე. ემპათიის ქვეშ მოიაზრება სხვისი ემოციების გაგების, წვდომისა და თანაგანცდის უნარი. ემპათიის მნიშვნელობის განმარტება ბავშვებისთვის ერთი შეხედვით შეიძლება საკმაოდ აბსტრაქტულ და რთულ ამოცანად მოგვეჩვენოს. მაგრამ, იმისთვის, რომ ბავშვმა სხვისი ემოციის აღქმა და შესაბამისად რეაგირება შეძლოს, მნიშვნელოვანია, ესმოდეს გრძნობათა ფართო სპექტრი, რომელსაც იგი ყოველდღიურად განიცდის და ისიც, რომ სხვა ადამიანებს შეიძლება მსგავს სიტუაციაში განსხვავებული ემოციები დაეუფლოთ. ვინაიდან მიიჩნევა, რომ რაც უკეთ შეგვიძლია საკუთარი და სხვისი ემოციების ამოცნობა, მით მეტად შეგვიძლია თავის მართვა და სხვათა დახმარებაც. ეს კი აუცილებელი უნარებია მეგობრებთან თუ თანაკლასელებთან კარგი ურთიერთობების დამყარებისა და შენარჩუნებისთვის.
ამ
ამოცანის მიღწევა პირველ რიგში საკუთარი ემოციების ამოცნობის უნარის განვითარების ხელშეწყობით არის
შესაძლებელი. მართალია, თანაგრძნობის უნარი ასაკთან ერთად გვიმუშავდება, მაგრამ არსებობს სხვადასხვა სტრატეგია, რომელთა დახმარებითაც შეგვიძლია ბავშვებს ეს
გრძნობა განვუვითაროთ.
განვახორციელეთ აქტივობა ,,ამოიცანი ემოცია’’ აქტივობის განხორციელებისთვის საჭიროა ბარათები სიტუაციებით,
§ ბავშვი დავარდა და მუხლი დაიზიანა;
§ თანატოლი ჩაგრავს
- სკოლაშია და მოშივდა;
- ყური სტკივა და სიცხე აქვს;
- მასწავლებელმა მისცა შენიშვნა;
- ქურთუკს
იცვამს და ელვა გაეჭედა მისი შეკვრის დროს;
მოსწავლეები სხდებიან წრეზე. მასწავლებელი უკითხავს სიტუაციას ან სთავაზობს ბარათს შესაბამისი ილუსტრაციით. მოსწავლეებს დარიგებული აქვთ ბარათები სხვადასხვა ემოციათა სახელწოდებებით (ან ემოტიკონებით). მაგ, მოწყენილი, მხიარული, შეშინებული, შეშფოთებული, გაკვირვებული, გაბრაზებული, ამაყი, ბედნიერი. მოსწავლეები პასუხობენ შეკითხვებზე: რას გრძნობს ბავშვი?/რას იგრძნობდით თქვენ ამ დროს? ბავშვებს შეუძლიათ ამოირჩიონ ნებისმიერი ბარათი, აჩვენონ ჯგუფს და დაასახელონ. ასეთ დროს ბავშვები აკვირდებიან, რომ ადამიანებს ერთსა და იმავე სიტუაციაში შეიძლება განსხვავებული ემოციები გაუჩნდეთ.
მას შემდეგ, რაც მოსწავლეებს მივაწვდით ინფორმაციას ემოციების შესახებ, შეგვიძლია წამოვიწყოთ დისკუსია – ჩვენი გარშემომყოფების როგორმა ქცევამ/კეთილმა საქმემ შეიძლება დაგვაყენოს კარგ ხასიათზე და ზოგადად, კლასში, თუ ჩვენ ქალაქში შექმნას კარგი კლიმატი.
იდეების გენერირების შემდგომ შესაძლოა, კლასში გავაკრათ კეთილი საქმეების ჩამონათვალი, საიდანაც მოსწავლეები თავად აირჩევენ მათთვის სასურველ კეთილ საქმეს.
შესაძლოა ეს იყოს:
§ ღიმილიანი მისალმება ნაცნობებისადმი;
§ კარის დაჭერა ვინმესთვის, ვინც ოთახში შემოდის;
§ მოწყენილი მეგობრისთვის სასაცილო ამბის მოყოლა;
§ კარგი სურვილებით ბარათების დატოვება თანაკლასელის მერხზე ან ბიბლიოთეკის
წიგნში;
- დაფის გაწმენდა, კლასის მოწესრიგება მანამ, სანამ ვინმე ამის გაკეთებას დაგვავალებს;
- ყვავილების
მორწყვა;
- სკოლის
ეზოს გალამაზება ფერადი ცარცებით.
გაკვეთილი 2
იდეები,რომლებიც იმგვარ საქმიანობებს, რომელთა განხორციელებასაც შედარებით მეტი დრო და გარკვეული რესურსი სჭირდება. კერძოდ:
§ ზამთარში ფრინველებისთვის საკვებურების მოწყობა;
§ ხეების დარგვის პროცესში მონაწილეობა;
§ სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის წიგნების წაკითხვა ან საყვარელი თამაშობების სწავლება;
- სანიშნეების დამზადება სკოლის ბიბლიოთეკისთვის;
- ცხოველთა
თავშესაფრისთვის სათამაშოების დამზადება (მაგ., ძაფზე გამობმული ბაფთების შექმნა კატებისათვის).
სიკეთის ჟურნალის დამზადება.მისი პუნქტებია :
§ კვირის განმავლობაში რა კეთილი საქმის/საქმეების გაკეთება შემიძლია ჩემი თანაკლასელისათვის/სკოლელისათვის?
§ მოიფიქრეთ და დახატეთ, რა კეთილი საქმის გაკეთება შეგიძლიათ კვირის განმავლობაში?
§ რა კეთილი საქმე გაგიკეთათ სხვა ადამიანმა?
§ რას გრძნობთ, როდესაც სიკეთეს გიკეთებენ?
§ დახატეთ, რა სიკეთე გააკეთა სხვა ადამიანმა თქვენთვის.
§
- კეთილი საქმე, რომელიც ამ კვირაში გააკეთეთ სხვა ადამიანისთვის?
- თქვენი
აზრით, რას გრძნობდა
ის ადამიანი?
- თქვენ
როგორ გრძნობდით თავს?
- მოახდინა
თუ არა თქვენმა საქციელმა გავლენა კიდევ ვინმეზე?
- რის
გაკეთებას აპირებთ ხვალ?
§ მე შემიძლია ჩემი სიკეთე ჩემს მშობლებს დავანახო იმით, რომ….
§ შემიძლია სიკეთე ჩემ და-ძმას დავანახო იმით, რომ…
§ მე შემიძლია სიკეთე ჩემ მეგობარს დავანახო იმით, რომ…
§ შემიძლია სიკეთე ჩემი კლასის დამრიგებელს დავანახო იმით, რომ…
§ რა კეთილი საქმეების მაგალითებს ვხვდები ჩემს კლასში?
§ დახატეთ, თქვენი კლასი, როდესაც იქ კეთილი საქმეები ხდება.
§ მე რომ აღმენიშნა სიკეთის დღე, მე ამ დღეს გავაკეთებდი…
§ დახატეთ ადამიანები, რომლებიც სიკეთის დღეს აღნიშნავენ…
§ ჩემთვის სიკეთე არის..
§ დახატეთ, რა არის სიკეთე…
§ სიკეთის გაკეთება მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ…
§ ყველა ადამიანი დღეში ერთ სიკეთეს რომ აკეთებდეს, როგორი იქნებოდა, თქვენი აზრით, ჩვენი ქალაქი/სოფელი/სამყარო?
გაკვეთილი 3:
ფილმის ჩვენება:
შედეგი:
მოსწავლეები შეძლებენ
გაითავისონ სხვისი ტკივილი თუ სიხარული ,გაიაზრონ თუ რამდენად მნიშვნელოვანია სკეთის
კეთებე და დაფიქრდებიან თუ როგორ არ უნდა გახდნენ ბულინგის მსხვერპლნი და ბულერები.
გაკვეთილი 4:
შეფასება დანართი №1 დანართი №2 დანართი №3
შეფასების დანართი №1. პროექტის შუალედური და საბოლოო შეფასება
პროექტის
მონიტორინგი
/ შეფასება
|
ვის
მიერ
|
როდის
|
რა
კრიტერიუმებით
|
პირველი
შუალედური
მონიტორინგი
|
პედაგოგი
|
პროექტზე
მუშაობის
მეორე
გაკვეთილი
|
სწორი
თანმიმდევრობით
იქნა
თუ
არა
შედგენილი
წერილობითი
ტექსტი,
გრამატიკული,
ლექსიკური,
ორთოგრაფიული
და
პუნქტუალური
შეცდომები.
|
მეორე
შუალედური
მონიტორნგი
|
პედაგოგი
|
პროექტზე
მუშაობის
მესამე
გაკვეთილი
|
მოძიებული
ინფორმაციის
სისწორე,
სიცხადე
|
საბოლოო
შეფასება
|
პედაგოგი
მოსწავლეები
|
დასკვნითი
პრეზენტაციის
შემდეგ
|
რამდენად
საინტერესო
და
კომპაქტურად
იყო
გადმოცემული
ინფორმაციააღნიშნულ
ობიექტზე ბროშურის·
გაფორმება პრეზენტაცია·
|
შეფასების დანართი №2.
კრიტერიუმები
1. ინფორმაციის
სისწორე,
სიცხადე
2. გრამატიკული
სტრუქტურების
სწორად
ხმარება
3. რამდენად კარგად წარადგინა პრეზენტატორმა სამუშაო
4. ჯგუფის წევრების თანამშრომლობა
5. ბუკლეტის გაფორმება
2 პროექტის შეფასება
შეფასების დანართი №3. (თვითშეფასების ფურცელი).
რა იყო პროექტის
მიზანი
----მოსწავლეებში
ემპათიის უნარის გაღვივება ,თანამშრომლობითი უნარების განვითარება-----------------
რა სამუშაოს ვასრულებდი --ვატარებდი ლექციურ საუბრებს ,ვაწყობდით დისკუსიებს,ვუყურებდით
მიზნიდან გამომდინარე დოკუმენტურ,მხატვრულ და ანიმაციურ ფილმებს--------------------
რა მომეწონა ჯგუფის მიერ დადებულ პროექტსა და სამუშაო პროცესში----დავამზადეთ ზმათრის
საკვებურები ჩიტებისთვის ,მეგობრებს გავუწიეთ სათანადო დახმარება------------
რა შეიძლებოდა
უკეთ
გაკეთებულიყო
--შეიძლებოდა
მეტი ფილმის ჩვენება ,საჭირბოროტო დაკითხებზე ,როგორიცაა ბულინგი-----------------
ჩემი წინადადებები-----მსურს მქონდეს უწყვეტი
ინტენეტ კავშირი,რათა შევძლო მეტი აქტივების დაგეგმვა და განხორციელება---------
რეფლექსია
პროექტი მიმდინარეობდა ერთი თვის განმავლობაში.პროექტი დავგეგმე როგორც
კლასის ხელმძღვანელმა,რათა მოსწავლეებში გამეღვივებინა თანაგრძნობის უნარი
პროექტი წარიმართა ,,გონებრივი იერიშით’’,ინფორმაციის მოძიებითა და საპრეზენტაციო
თემების მომზადებით,კითხვა- პასუხის აქტივობით, დასრულების შემდეგ კი გავაკეთეთ შეჯამება,გამოყენებული
აქტივობები შეესაბამებოდა მოსწავლეთა ასაკს.მუშაობის პროცესში ვხელმძღვანელობდი ეროვნული
სასწავლო გეგმის საგნობრივი სტანდარტით.
ე.ს.გ შედეგები(იხ.წინ)
ჩავატარეთ პირველი შეხვედრა,რომელზედაც
ვისაუბრეთ პროექტის სახელწოდებაზე.განვსაზღვრეთ პროექტის იდეა,მიზნები,მოსალოდნელი
შედეგები და განსახორციელებელი ვადა.
უნდა აღინიშნოს ,რომ მოსწავლეებმა გამოავლინეს დიდი ინტერესი პროექტის
მიმართ.ჩემი დახმარებით შეიმუშავეს პროექტის გეგმა,რომელიც მოიცავდა შემდეგ ეტაპებს:
- სასტარტო პრეზენტაცია
- პროექტის განხორციელება
- პრეზენტაცია სკოლაში
პროექტის შეჯამება-შეფასება
პროექტზე მუშაობის პროცესში პასუხი გაეცა საკვანძო კითხვებს:
- როგორია თქვენი მოლოდინები?
- როგორ გამოვიყენებთ
მიღებულ ცოდნას?
ყველაზე წარმატებული,
შინაარსიანი და საინტერესო იყო პროექტი ჯგუფების
მიერ წარმოდგენილი თემების განხილვისას , მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე წარმოადგინეს
საპრეზენტაციო
თემები. მოსწავლეებმა პრობლემის გადაჭრის გადაჭრის თავიანთი
ხედვა ჩამოაყალიბეს. გაიმართა დისკუსია
პროექტი ჯგუფური მუშაობით წარიმართა, ჩემი მითითებებით მოსწავლეებმა გაინთვალისწინეს
ჯგუფური მუშაობის დროს შესაძლო პრობლემების წამოჭრის შესახებ ,ამიტომ ყველა წევრზე
გადაინაწილეს დავალება,რითაც გამოირიცხა რომელიმე
მოსწავლის პასიურობა.
ჯგუფებში გაინაწილეს დავალებები,ერთობლივმა
მუშაობამ,
ვფიქრობ,
ხელი შეუწყო სოციალური უნარების,ასევე
ურთიერთთანაგრძნობის უნარის განვითარებას.
No comments:
Post a Comment