პროექტის გეგმა
- ლია გოგბერაშვილი
საპროექტო თემის აქტუალობა: დღეს თითქმის ყველა მოზარდს აქვს მობილური მოწყობილობა, რომელსაც ინტენსიურად იყენებს. მობილური მოწყობილობები
ბევრ სიკეთესთან ერთად გარკვეულ საფრთხეებსა და რისკებს შეიცავენ. ამიტომ აუცილებელი
და მნიშვნელოვანია ამ საფრთხეების იდენტიფიცირება და პრევენცია, რათა დავიცვათ ჩვენი
შვილები. მოსწავლეები პროექტის ფარგლებში სწორედ ამ საკითხებზე იმუშავებენ, განივითარებენ
შესაბამის უნარ-ჩვევებს და აიმაღლებენ ცნობიერების
დონეს.
კავშირი ზოგადი
განათლების ეროვნულ მიზნებთან-თან:
გ) ტექნოლოგიური თუ
სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება; ინფორმაციის მოპოვება,
დამუშავება და ანალიზი:
დღეს, როდესაც
ადამიანისათვის მისაწვდომია დიდი მოცულობისა და სხვადასხვა შინაარსის ინფორმაცია,
მისი ეფექტიანად გამოყენების უნარი სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს. მოზარდს უნდა
შეეძლოს არა მხოლოდ ინფორმაციის მოპოვება, არამედ მისი შეფასებაც შინაარსის,
დანიშნულებისა და ხარისხის მიხედვით, დასახული მიზნებისათვის მისი გამოყენების
ფორმების განსაზღვრა; ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტიანი გამოყენება ყოველდღიური
ცხოვრების, მუშაობის, ინტელექტუალური თუ სულიერი მოღვაწეობის პირობების
გასაუმჯობესებლად;
პროექტის
განხორცილების რისკები :
რისკები
|
ალბათობა
|
რისკის შემცირების სტრატეგია
|
მშობლების მხრიდან
ჩართულობის დაბალი ხარისხი
|
საშუალო
|
ინდივიდუალური შეხვედრები მშობლებთან, მობილური მოწყობილობებიდან მომდინარე საფრთხეებისგან
დამდგარი სავალალო შედეგების გაცნობის და პროექტის წარმატებით
განხორციელების აუცილებლობაში დარწმუნების მიზნით
|
1.
პროქტის
სახელწოდება _მობილურ მოწყობილობებთან დაკავშირებული უსაფრთხოების
ძირითადი საკითხები
2.
პროექტის მონაწილეები
(სკოლა, კლასი,
მოსწავლეები)-სსპ ქ. ქუთაისის N9 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები
3.
პროექტის
მიზანი ---მობილური მოწყობილობებიდან
მომდინარე რისკების პრევენციისათვის საჭირო
ცოდნისა და უნარჩვევების შეძენა და განვითარება მე-10 კლასის მოსწავლეებში
4.
პროექტზე მუშაობის ვადები: დასაწყისი
-17 ნოემბერი-დასასრული
-24 ნოემბერი
5.
განსახორციელებელი ამოცანები/აქტივობები ( დასახელება
და
მოკლე
აღწერა)
5.1. მოსწავლეებისთვის მობილური ტელეფონების აპარატურული დონის უსაფრთხოების
საკითხების და დაცვის მექანიზმების გაცნობა
(17-20 ნოემბერი)
აღწერა: მოსწავლეებს წინასწარ აქვთ მიცემული დავალებები წინასადუსკუსიო
თემაზე ინფორმაციის მოსაგროვებლად. ამ დავალებების მიხედვით მოემზადებიან და ჩაატარებენ დისკუსიას.
თემა: რა ზიანი შეიძლება მოიტანოს
ცუდი ზრახვების მქონე ადამიანების მიერ მათ მობილურ ტელეფონებზე არასანქცირებულმა წვდომამ
და როგორ აღვკვეთოთ ეს პროცესი?
მასწავლებელი იქნება დისკუსიის ფასილიტატორი. მოსწავლეები პირადი ან მათთვის
ნაცნობი ადამიანების გამოცდილებაზე დაყრდნობით იმსჯელებენ სადისკუსიო თემაზე. მოიყვანენ
მაგალითებს ცხოვრებისეული სიტუაციებიდან. მსჯელობის შემდეგ გააკეთებენ შესაბამის დასკვნებს.
დისკუსიის შემდეგ აპარატურულ დონეზე რისკების პრევენციისათვის შეისწავლიან
და განახორციელებენ ტელეფონების დაბლოკვას რიცხვითი კოდით, პაროლით ან ანაბეჭდით.
5.2. მოსწავლეების
მიერ მობილური აპლიკაციებიდან მომდინარე რისკების და ამ რისკებისგან თავის დაცვის მექანიზმების
გაცნობა (21-23 ნოემბერი)
აღწერა: გაიმართება დებატები სოკრატული
მეთოდის გამოყენებით. დებატებისთვის მოსწავლეები წინასწარ არიან მომზადებულები, მათ
ამისათვის დავალებები ჰქონდათ მიცემული და უნდა შეეგროვებინათ ინფორმაცია სადებატო
თემასთან დაკავშირებით. სოკრატული მეთოდის გამოყენების დროს მასწავლებელი სვამს მხოლოდ
პრობლემურ და არა ინფორმაციულ შეკითხვებს. იგი არ აძლევს მოსწავლეებს ინფორმაციას,
არამედ მათ თხოვს აზროვნებას, რათა თავად მივიდნენ პრობლემის გადაწყვეტამდე. ამ დროს მოსწავლეები თავისუფლად გამოთქვამენ საკუთარ
მოსაზრებებს დასმულ პრობლემასთან დაკავშირებით, თხზავენ ჰიპოთეზებს და ვერსიებს, აანალიზებენ
ერთმანეთის არგუმენტებს.
მთავარი პრობლემური კითხვა
რომელსაც მოსწავლეები დებატების დასკვნით ნაწილში გასცემენ პასუხს იქნება: როგორ დავიცვათ თავი მობილური აპლიკაციებიდან მომდინარე რისკებისაგან?
მანამდე კი მათ მოუწევთ ქვეკითხვებზე პასუხის გაცემა რომელიც ასე ჩამოყალიბდა:
1)
რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან ლეგიტიმური და არალეგიტიმური აპლიკაციები?
2)
რომელი მათგანია უფრო
მეტი საფრთხის შემცველი და რა საფრთხეებია ესენი?
3)
როდის შეიძლება ან როდის არ არის
მიზანშეწონილი აპლიკაციის ან მის მიერ შემოთავაზებული სერვისების შესყიდვა და რატომ?
4)
რატომ უნდა იყოს აპლიკაციის
ჩამოტვირთვა შეთანხმებული მშობელთან?
5)
საიდან უნდა ჩამოტვირთოთ აპლიკაციები რათა მაქსიმალურად შემცირდეს რისკები?
6)
რამდენად
მნიშვნელოვანია აპლიკაციის შესაფასებლად მისი რეიტინგი და მომხმარებელთა
გამოხმაურება?
7) რატომ უნდა გამოვურთოთ ტელეფონის „geolocation“ ფუნქცია კონკრეტული აპლიკაციებს?
მსჯელობისას საკითხის
უფრო ღრმად გასაანალიზებლად და გასაცნობიერებლად, მოსწავლების მიერ გამოყენებული იქნება
მობილურები და უსადენო ინტერნეტი.
ბოლოს მოსწავლეები პასუხს
გასცემენ მთავრ კითხვას და გააკეთებენ შესაბამის დასკვნას.
დებატების შემდეგ პროგრამულ
დონეზე რისკების პრევენციისათვის შეისწავლიან და საჭიროებიდან გამომდინარე შეცვლიან
მობილურების კონფიდენციალურობის და უსაფრთხოების პარამეტრებს.
5.3. პროექტის
წარდგენა მშობლების წინაშე. (24 ნოემბერი)
აღწერა:
პროექტის დასკვნით ეტაპზე მოსწავლეები მშობლების
წინაშე დემონსტრირებას გაუკეთებენ პროექტის მიმდინარეობისას შეძენილ ცოდნას და უნარჩვევებს.
მშობლებს მიაწოდებენ ინფორმაციას მობილურ მოწყობილობებთან დაკავშირებული
უსაფრთხოების ძირითად საკითხებზე. შეხვედრაზე იმსჯელებენ მშობლების როლზე და პასუხისმგებლობებზე,
შეთანხმდებიან მობილურ მოწყობილობებთან დაკავშირებული
რისკების პრევენციულ ღონისძიებებში მშობელთა ჩართულობის ხარისხზე.
პროექტი დამთავრდება დასკვნითი საქმიანი თამაშის სახით,
სახელწოდებით: «მობილური ტელეფონების სასამართლო პროცესი».
როგორც
მოსწავლეებს ასევე მშობლებს საშუალება ექნებათ გამოვიდნენ მობილური ტელეფონების როგორც დამცველის ასევე ბრალმდებლის
პოზიციაზე.
6.
მოსალოდნელი
შედეგები
მე-10
კლასის მოსწავლეები შეძლებენ:
ა) მობილური ტელეფონების აპარატურულ
დონეზე დაცვის უზრუნველყოფას
ბ) მობილური აპლიკაციებიდან მომდინარე
საფრთხეების იდენტიფიცირებას და პრევენციას
გ) მასწავლებელთან,
თანაკლასელებთან და მშობლებთან ეფექტურ თანამშრომლობას მობილურ ტელეფონებთან დაკავშირებულ
უსაფრთხოების საკითხებზე.
7.
პროექტის
შედეგების მდგრადობა.
პროექტის
დასრულების შემდეგ მე-10 კლასის 15 მოსწავლეს ეცოდინება:
მობილურ მოწყობილობებთან დაკავშირებული უსაფრთხოების
ძირითადი საკითხები
პროექტის დასულების შემდეგ მე-10 კლასის 15 მოსწავლე შეძლებს:
მობილურ მოწყობილობებთან
დაკავშირებული რისკების შემცირებას და დაშვებული
შეცდომების საკუთარი ძალებით გამოსწორებას
8.
პასუხისმგებელი
პირები (პასუხისმგებლობის გადანაწილება მონაწილეთა შორის)
მასწავლებელი: ლია გოგბერაშვილი,
პედაგოგი-პასუხისმგებელია პროექტის აქტივობების
დაგეგმვასა და განხორციელებაზე, პროექტის თემასთან დაკავშირებული ლიტერატურის
და ტექნიკური საკითხების შესახებ რჩევების
მიწოდებაზე. პროექტის განხორციელების მონიტორინზე
მოსწავლეები: მე-10 კლასის 15 მოსწავლე . პასუხისმგებელი
არიან პროექტში აქტიურ ჩართულობაზე, მასწავლებელთან, მშობლებთან და თანაკლასელებთან
თანამშრომლობაზე, აქტივობებისწინა დავალებების შესრულებაზე, მობილურ ტელეფონებთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხების
მოგვარებასა და პრევენციაზე.
მშობლები: მობილურ ტელეფონებთან
დაკავშირებულ უსაფრთხოების ძირითადი საკითხების ცოდნაზე, შვილებთან აქტიურ თანამშროლობაზე
და პრევენციული ღონისძიებების გატარებაზე.
9.
პროექტის მონიტორინგი
და შეფასების რუბრიკა
პროექტის მმდინარეობისას
მასწავლებელი არის ფასილიტატორი და აწარმოებს დაკვირვებას. საჭიროების შემთხვევაში
ახდენს დროულ ჩარევას და განმავითარებელი კომენტარის მიცემას. პროექტის შეფასების ინდიკატორები
შემუშავებულია მოსწავლეთა ჩართულობით და პროექტის მიმდინარეობის შეფასება ხდება შემდეგი სქემის მიხედვით:
კრიტერიუმი
|
ინდიკატორი
|
კი
|
ნაწილობრივ
|
არა
|
მობილური ტელეფონის
აპარატურული დონის დაცვა
|
მოსწავლე აცნობიერებს მობილური მოწყობილობების აპარატურული დონის დაცვის
აუცილებლობას და ტელეფონი დაცული აქვს რიცხვითი კოდით, პაროლით ან ანაბეჭდით.
|
|
|
|
მობილური აპლიკაციებიდან მომდინარე რისკები და ამ რისკების პრევენცია
|
მოსწავლე ერთმანეთისგან განასხვავებს ლეგიტიმურ და არალეგიტიმურ აპლიკაციებს,
აცნობიერებს მათგან მომდინარე საფრთხეებს და
იცის როდის შეიძლება ან როდის არ არის მიზანშეწონილი აპლიკაციის ან მის მიერ შემოთავაზებული
სერვისების შესყიდვა
|
|
|
|
მოსწავლემ იცის აპლიკაციების ჩამოტვირთვის სანდო წყაროები (“app store”) და აპლიკაციებს აფასებს მათი რეიტინგისა და მომხმარებელთა
გამოხმაურების მიხედვით
|
|
|
|
|
მოსწავლე აპლიკაციების ჩამოტვირთვასა და ინსტალაციას ათანხმებს მშობელთან
ან/და რჩევისთვის მიმართავს ამ საქმეში კარგად გარკვეულ სპეციალისტს (მაგალიტად ისტ-ის
მასწავლებელს)
|
|
|
|
|
მოსწავლე ეფექტურად მოიხმარს
ტელეფონის „geolocation“ ფუნქციას რითაც აკონტროლებს სხვადასხვა აპლიკაციების მიერ
მის პირად ინფორმაციაზე წვდომას
|
|
|
|
|
იცნობს და ეფექტურად მოიხმარს სმარტფონების
კონფიდენციალურობის და უსაფრთხოების პარამეტრებს
|
|
|
|
|
მშობელთა ჩართულობა
|
მშობლები აქტიურად არიან ჩართული პროექტის
განხორციელებაში, იციან თანამშრომლობენ მასწავლებელთან და მოსწავლეებთან. იციან მობილურ
ტელეფონებთან დაკავშირებულ უსაფრთხოების ძირითადი საკითხები
|
|
|
|
პროექტის შეფასების კრიტერიუმები:
- თემასთან კავშირი 1 2 3 4
- საკითხის სიმწვავე 1 2 3 4
- მოსწავლეთა ჩართულობა 1 2 3 4
- მშობელთ ჩართულობა 1 2
3 4
- თანამშრომლობა 1 2 3 4
- მოსწავლეთა შეფასების რუბრიკების ხარისხი 1 2 3 4
- შემოქმედებითობა 1 2 3 4
ქულები: 1 - სუსტი, 2 - დამაკმაყოფილებელი, 3 - კარგი,
4 - საუკეთესო.
No comments:
Post a Comment