Sunday, November 17, 2019

მოვიაროთ საქართველო


                             სასწავლო პროექტის გეგმა


სახელი გვარი
ლია გოგბერაშვილი
რაიონი
იმერეთი
სკოლა
მე-9 საჯარო
ქალაქი
ქუთაისი
თემის დასახელება
,,მოვიაროთ საქართველო’’- გზა სამეგრელოსკენ (ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი, დადიანების სასახლე)
თემის შინაარსი
მოსწავლეები გაეცნობიან მშობლიური კუთხის ღირშესანიშნავ ადგილებს,დიდი საზოგადო მოღვაწის  ნიკოლაძეების დამსახურებას ერის წინაშე  და სამეგრელოში დადიანების ისტორიას.

საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
დონე
საბაზო
განხორციელების დრო
2 კვირა
თემის აქტუალობა
ჩამოუყალიბდებათ,გაუძლიერდებათ ინტერესი
    სამეგრელოს შესწავლისა და მონახულების შემდეგ, გაუჩნდებათ სურვილი     სხვა         კუთხეების შესწავლა-მონახულებისა.
    მიიღებენ უზარმაზარ ესთეტიკურ სიამოვნებას, დადებით ემოციებს.

თემის სტანდარტები და ინდიკატორები
მოსწავლეები მხატვრული ლიტერატურისა და სოციალური ქსელის გამოყენებით მოიძიებენ ქართველი საზოგადო მოღვაწეების  თემაზე შექმნილ ლიტერატურას
·         შეძლებენ მოძიებული ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენებას მოცემულ საკითხთან და პრობლემასთან დაკავშირებით.
·         შეძლებენ საკუთარი გამოცდილების დაკავშირებას წაკითხულ ლიტერატურასთან.
·         შეძლებენ კრიტიკულ და კომპეტენტურ შეფასებას.


ქართ. X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება.
                         
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამყარებს კონტაქტს მსმენელებთან (იყენებს რიტორიკულ შეკითხვებს, მიმართვას, ერთობლივი მოქმედების ამსახველ განმაზოგადებელ ფორმებს. მაგ., „ჩვენი მიზანია...“, „მივაქციოთ ყურადღება...“, „როგორც ვიცით...“ და სხვ.);
·         უიოლებს აუდიტორიას ინფორმაციის აღქმას (სპეციალურად გამოყოფს ინფორმაციის ნაწილებს; იმეორებს; მოჰყავს მაგალითები; მკვეთრად აღნიშნავს ერთი თემიდან მეორეზე გადასვლას. მაგ., „უპირველეს ყოვლისა...“, „შემდეგ...“, „დაბოლოს...“, „მოვიყვან მხოლოდ ერთ მაგალითს...“, „მივაქციოთ ყურადღება...“, „ვიმეორებ...“, „ახლა განვიხილოთ...“, „გადავიდეთ მომდევნო საკითხზე“ და სხვ.);
·         გამოყოფს მთავარს, არსებითს (იყენებს მიზეზ-შედეგობრივ კონსტრუქციებს; მსმენელისადმი პირდაპირ მიმართვას, მაგ., „შესაბამისად...“, „შევაჯამოთ“, „შეიძლება დავასკვნათ...“, „მიაქციეთ ყურადღება“ და სხვ.);
·         გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ინფორმაციის შინაარსისადმი (თხრობისას იყენებს პირველ პირს, დამოკიდებულების გამომხატველ ჩანართებს. მაგ., „მინდა გიამბოთ...“, „ჩემი აზრით...“, „მთლიანად ვიზიარებ აზრს...“, „აქედან გამომდინარე, მიმაჩნია...“ და სხვ.).

გეოგ.IX.2. მოსწავლეს შეუძლია განიხილოს  საქართველოს            მდებარეობა და დაადგინოს ქვეყნისათვის   მისი მნიშვნელობა 
ბუნება: დაათვალიერებენ ამ კუთხის თვალისმომჭრელ სილამაზეს,ამწვანებულ ხეივნესა და ბაღებს  
 მოსწავლის ამოცანები/სწავლის შედეგები

შედეგები/მოსწავლეები გააკეთებენ ჩანაწერებს თითოეული ისტორიულკულტურული ღირშესანიშნაობის,ბუნებრივი ძეგლების შესახებ.გადაუღებენ ფოტო სურათებს,გააკეთებენ ვიდეო კოლაჟს,ფოტო ალბომს და სტენდს,სადაც დაინტერესებულ პირთათვის იქნება მნიშვნოლოვანი ინფორმაცია და სურათები ნაჩვენები.მოაწყობენ თემის პრეზენტაციას ისტ.გამოყენებით ფართო აუდიტორიის: მასწავლებლების,მშობლების,მოსწავლეების და ..წინაშე
     მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება   სამეგრელოს ისტორიისა და გეოგრაფიის შესახებ.
    სამეგრელოს კულტურული თუ ბუნებრივი ძეგლების მონახულება.
    მიიღებენ უდიდეს ესთეტიკურ სიამოვნებას და დადებით ემოციებს, შთაბეჭდილებას ,რომელიც დიდხანს გაჰყვებათ.
     აუმაღლდებათ და გაუძლიერდებათ პატრიოტული გრძნობა.
     ერთად თანაცხოვრების და სიძნელეების დაძლევის შემდეგ ჩამოუყალიბდებათ უფრო ღრმა და პატივსაცემი ურთიერთობა ერთმანეთის/მასწავლებლების მიმართ.
     შეიქმნება სამუშაო მასალა, რომელიც განთავსდება ბლოგზე.
    შექმნიან ვიდეო კოლაჟს „ ჩემი თვალით დანახული სამეგრელო
·          
მიმართულებების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვები:           რას ნიშნავს იყო მოქალაქე
თემატური კითხვები:        როგორია თქვენი მისაბაძი ადამიანი?
შინაარსობრივი:             როგორ ფიქრობთ ,საჭიროა თუ არა ჩვენი ლამაზი კუთხეების და ღირსეულ ადამიანთა ღვაწლის გაცნობა?


შეფასების გეგმა
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ და ასრულებენ დავალებას
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ
გონებრივი იერიში სლაიდ შოუს ჩვენება ფილმიდან ა),,ნიკო ნიკოლაძე’’
      ბ)          დადიანების
 სასახლე

·         წარმოადგენენ საპრეზენტაციო თემებს,იღებენ მონაწილეობას კონფერენციაში.
·          
·         შეფასების ისტრუმენტები მოსწავლეების მიერ საკითხის გაგებისა  და უნარ- ჩვევების შემოწმებისათვის.
შემდგომი ეტაპებისათვის მეტაკოგნიტური აზროვნების წახალისება მოსწავლეთა რასაჭიროებების განსაზღვრა შემდეგი ეტაპისათვის.
შეფასების ისტრუმეტის მოკლე მონახაზი:
პროექტის მსვლელობისას ვიყენებ შეფასების შემდეგ ფორმებს: ჯგუფურ მუშაობას,ინფორმაციების მოძიება,თანამშრომლობა,თანატოლთა უკუკავშირის ფორმა,მასწავლებელთა პროექტის შეფასების რეფლექსია.
·          
სასწავლო პროექტისათვის  საჭირო მასალები:

·         პროექტორი
·         კომპიუტერი
·         ვიდეო საკონფერეციო  აღჭურვილობა
·         მეხსირების ბარათები
·         ბეჭვდითი მასალები: სახელმძღვანელო,ბიბლიოგრაფიული მასალები,საგაზეტო სტატიები,საარქივო მასალები,ლიტერატურა.

·          
პროექტის მსვლელობა

მოსწავლეთა აზროვნების შესაფასებლად  პროექტის განმავლობაში ხდებოდა მათვის შეკითხვების დასმა.
·         მოეწყო მონიტორინგი და გაირკვა რამდენად კარგად ესმოდათ მოსწავლეებს,  ცალკეულ ჯგუფებს მიცემული დავალება.პროექტის განმავლობაში თემის შინაარსის გააზრებისა და  დავალების შესრულების შეფასებისათვის ვიყენებ კითხვებს,რომლებიც დაეხმარებათ მოძიებული მასალის გადახედვაში.
·         მონიტორინგი ჩატარდა 1 .10- 12.10-ში.
·         მონიტორინგის კრიტერიუმები:
·         შეუძლიათ თუ არა მოსწავლეებს ჯგუფური მუშაობა

·         შეძლებენ თუ არა მოსწავლეები მოცემულ დროში ინფორმაციის მოძიება-დამუშავებას.


   პროექტის პირველი კვირა

·         პირველ კვირაში შემოწმდა რამდენად ზუსტად გაიგეს და მოიძიეს ბეჭდური და ელექტრონული ინფორმაცია  თემასთან დაკავშირებით.მიეცათ სათანადო ინსტრუქციები

·         მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად,სულ  3 ჯგუფი

·         პირველი ჯგუფის მოსწავლეები.

ასახავენ ფოტოებზე,შეადგენენ რუკებს მისი გეოგრაფიული მდბარეობის მიხედვით,გეგმებს მარშრუტისა და ობიექტების მდებარეობის განსაზღვრისათვის.ააგებენ ცხრილებს,.დახასიათება.   რეკომენდაცია მიეცემა გეოგრაფიის მასწავლებლის მიერ.

·         2. ჯგუფი-ნიკოლაძეების პიროვნება,ღირსეული პიროვნებები,რეკომენდაცია ქართულის მასწავლებლის მიერ.
·         3.  ჯგუფი სამეგრელო და დადიანები ,დადიანების ბოტანიკური ბაღი,რეკომენდაცია მიეცემა ბუნების მასწავლებლის მიერ              
·         პროექტის მეორე კვირა
მოძიებული მასალა გაუზიარეს ერთამანეთს,შეაჯერეს მოძიებული ინფორმაცია. მოიძიეს ფოტო-სურათები,შექმნეს სლაიდები,ჩანახატები. გაითვალისწინეს და აღმოფხვრეს რისკ-ფაქტორები,რომლებიც შეიძლება წარმოიშვას მასალის მოძიების დროს.
 პროექრის მესამე კვირა

·         ჯგუფებმა შექმნეს ინფორმაციები და მოაწყვეს პრეზენტაცია
·         რესურსები-ფოტო-მასალა,წიგნები,ელექტრონული მასალა,პროექტორი,მოსწავლე,მასწავლებელი
·         პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ პროექტი  შეაფასეს მოსწავლეებმა და მასწავლებელმა
·          
·          
               შეფასება:

შეფასდა ჯგუფური მუშაობა,კვლევა-ძიება.თანამშრომლობა,შემოქმედებითობა,ისტ-ის გამოყენება და პრეზენტაცია.
·         შეფასდა  ჯგუფური მუშაობა,კვლევა-ძიება.თანამშრომლობა,შემოქმედებითობა,ისტ-ის გამოყენება  დისკუსია და პრეზენტაცია.პრობლემის გადაჭრის გზის ძიება.შეფასების ისტრუმენტები მოსწავლეების მიერ საკითხის გაგებისა  და უნარ- ჩვევების შემოწმებისათვის.
შემდგომი ეტაპებისათვის მეტაკოგნიტური აზროვნების წახალისება მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა შემდეგი ეტაპისათვის.

·          





პროექტის ხელ-ლი:  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია გოგბერაშვილი 
ელ-ფოსტა: liagogberashvili12@gmail.com

                              



No comments:

Post a Comment